შალვა გოგოლაძე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს
ქართული სპორტის ისტორია კიდევ ერთხელ იწერება, – ამის შესახებ სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა თითოეულ მოთამაშეს მადლობა გადავუხადო ასეთი ემოციებისთვის, რომელიც აჩუქეს კვიპროსში თამაშზე დამსწრეებს და საქართველოში თითოეულ გულშემატკივარს“, – აღნიშნა გოგოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა “ევრობასკეტზე“ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 83:69 დაამარცხა.