ყვარელში მდინარე დურუჯი ადიდდა, რის შედეგადაც ვენახები და ნათესები დაიტბორა

ყვარელში, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე დურუჯი ადიდდა, რის შედეგადაც ვენახები და ნათესები დაიტბორა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, კალაპოტიდან გადმოსული მდინარე გარკვეულ მონაკვეთებზე სოფელთან ახლოს მიედინება. ყვარლის მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები წყლის დონის დაწევამდე ვერ დაიწყება.
„მდინარე დურუჯის ნაპირსამაგრი სამუშოები ჩავატარეთ, თუმცა უხვმა ნალექმა მდინარის ადიდება გამოიწვია და ჯებირები სულ დანგრეულია, კალაპოტიდან გადმოსული წყალი კი ვენახებში მიედინება. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება“, – განაცხადა ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები