ამერიკა პუტინისა და პომპეოს შეხვედრას აანონსებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 12-14 მაისს მოსკოვსა და სოჭს ეწვევა, სადაც რუსეთის საგარეო მინისტრს, სერგეი ლავროვსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
“სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მოსკოვსა და სოჭს 12-14 მაისს ეწვევა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათი ცნობით, 13 მაისს პომპეო მოსკოვში ჩავა და ამერიკის საელჩოს ეწვევა, ასევე, შეხვდება ამერიკელ სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები