პოროშენკო რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ითხოვს
სანქციების გამკაცრება რუსეთის მიმართ მოსკოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ დონბასელებისთვის რუსული პასპორტების მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით – ეს ერთ-ერთი თემა იყო, რაზეც უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ტელეფონზე ისაუბრეს. უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა მოუწოდა ბერლინს, მხარი დაუჭიროს კიევს ამ საკითხში.
პოროშენკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მერკელთან საუბარში განიხილებოდა დონბასის ვითარება და გერმანულ-უკრაინული პარტნიორობა.
ანგელა მერკელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა უკრაინაში ჩატარებული არჩევნების პროცესის პატიოსნებას.