დონალდ ტრამპი: მე არ მინდა, რუსეთს მტერი ვუწოდო, მინდა, მასთან საქმეები მოვაგვარო იმიტომ, რომ მე ჭკვიანი ვარ

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთსა და ჩინეთთან საქმეები მოგვარდეს იმიტომ, რომ ის სულელი არ არის. მისი აზრით, მხოლოდ სულელებს არ სურთ ვინმესთან კონტაქტი. ამის შესახებ მან “თეთრ სახლში” ჟურნალისტებს განუცხადა.
“გერმანია რუსეთს, ყოველთვიურად, მილიარდობით დოლარს უხდის მილსადენებისთვის. როგორც მოსალოდნელია, ჩვენ უნდა დავიცვთ გერმანია რუსეთისგან. აქედან გამომდინარე, გერმანია ფულს უხდის ე.წ. მტერს. მე არ მინდა, რუსეთს მტერი ვუწოდო, მინდა, მასთან საქმეები მოვაგვარო ისევე, როგორც ჩინეთთან იმიტომ, რომ მე ჭკვიანი ვარ. მხოლოდ სულელ ადამიანებს არ სურთ ვინმესთან მოლაპარაკება”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები