“ფეისბუქის” თანადამფუძნებელს სოცქსელის გაყოფა სურს
სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, კრის ჰიუიზი მოუწოდებს ამერიკის მთავრობას, გაყოს კომპანია რამდენიმე ნაწილად. ამის შესახებ მან საკუთარ ბლოგში გაზეთ The New York Times-ში დაწერა.
სოცქსელის თანადამფუძნებლის აზრით, ამჟამინდელი “ფეისბუქი” უკვე ისეთი არაა, როგორიც ის მარკ ცუკერბერგმა შექმნა მათი თანაცხოვრების დროს ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში.
“ის “ფეისბუქი”, რომელიც ახლა არსებობს, მივიჩნევ, რომ ძალიან დიდი და ძალიან მძლავრია. რაც ყველაზე მთავარია, მისი გენერალური დირექტორი აღარაა მასზე პასუხისმგებელი”, – წერს ჰიუზი.
მისი განმარტებით, ის მარკ ცუკერბერგს დღემდე მეგობრად მიიჩნევს, მაგრამ მეგობრებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ განსხვავებული აზრი.