ლონდონში, მეჩეთში სროლა მოხდა
ლონდონის გარეუბანში, მეჩეთში სროლა მოხდა, რის გამოც ადგილზე მოსულმა პოლიციამ ალყა შემოარტყა შენობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mirror-ი ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, სროლა “შვიდი მეფის” მეჩეთში მოხდა, სადაც საღამოს მრევლი სალოცავად შეიკრიბა. სროლა უცნობმა მამაკაცმა მოაწყო.
“პოლიციის თანამშრომლები ინციდენტის ადგილას იმყოფებიან. დაშავებული არავინაა. პოლიციის თანამშრომლების გარკვეული ნაწილი ეკლესიასთან მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა”,- აცხადებენ ლონდონის პოლიციაში.
სამართალდამცავები თავდამსხმელს ეძებენ, ამავდროულად, ინციდენტი არ განიხილება, როგორც ტერორისტული აქტი.