თურქეთში, ქარხანაში 80 ტონა თხევადი ფოლადი დაიღვარა – არიან დაშავებულები
თურქეთში, ფოლადის ქარხანაში 80 ტონა თხევადი ფოლადი დაიღვარა. ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Cumhuriyet-ი ავრცელებს.
ინციდენტი იზმირის პროვინციაში, ქარხანა HABAŞ-ში მოხდა. იმის გამო, რომ 120-ტონიანი ავზი ამობრუნდა, საწარმო ზონაში, დაახლოებთ, 80 ტონა ფოლადი დაიღვარა. დაშავდა 11 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენ დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.