უცნობმა პირებმა არგენტინელი დეპუტატი დაჭრეს, მისი თანხმლები ჩინოვნიკი კი მოკლეს
არგენტინელ დეპუტატს, ჰექტორ ოლივარესს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობა ბუენოს აირესში, კონგრესის შენობასთან ახლოს; ხოლო მისი თანმხლები ჩინოვნიკი, რომელიც, ასევე, დაჭრეს, დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Todo Noticias-ი იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა თავდამსხმელებმა მანქანიდან 13-ჯერ გაისროლეს, შემდეგ კი მიიმალნენ.
დეპუტატი მძიმე ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, მას ოპერაცია უტარდება.