​პესკოვი: პუტინი არ გეგმავს ტრამპთან შეხვედრას, მაგრამ არ გამორიცხავს შეხვედრას პომპეოსთან

რუსეთისა და ამერიკის ლიდერების – ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ივნისში იაპონიაში, G20-ს სამიტზე, ჯერჯერობით, არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ავრცელებს.
მიუხედავად ყველაფრისა, კრემლში არ გამორიცხავენ ვლადიმერ პუტინისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრას სოჭში 13-14 მაისს. პომპეო სოჭში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები