ამერიკაში საცხოვრებელ სახლში მილიონ დოლარამდე ღირებულების იარაღი აღმოაჩინეს
ამერიკელმა სამართალდამცავებმა, ლოს ანჟელესში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ათასზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო NBC ავრცელებს.
პოლიციის წარმომადგენლის, კრის რამირესის განმარტებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა გამოძიების ფარგლებში ჩატარდა პირის მიმართ, რომელიც ეჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობასა და მის დამზადებაში. აღმოაჩინეს, ძირითადად, “პისტოლეტისა” და”ვინტოვკის” ტიპის იარაღები. მათი საერთო ღირებულება, შესაძლოა, 500 ათასი დოლარიდან მილიონ დოლარამდე მერყეობს.
პოლიციის ცნობით, ადგილობრივებისთვის ის საფრთხეს არ წარმოადგენდა.