ქაბულში ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები (ვიდეო)

ქაბულში, მოძრაობა “თალიბანის” თავდასხმის შედეგად, რომელიც ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია Counterpart International-ის შენობაზე განხორციელდა, დაღუპულია 9 ადამიანი, ათობით კი დაშავებულია.
ავღანეთის შს სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის სამი სამოქალაქო პირია.
ტერორისტული თავდასხმა ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სამართალდამცავებმა ორი თავდამსხმელის ლიკვიდირება შეძლეს. ადგილობრივი შს სამინისტროს ცნობით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ორგანიზაცია Counterpart International-ის ​170-ზე მეტი თანამშრომლის გადარჩენა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები