დაფასოებულ ნარკოტიკებს ნავმა ვერ გაუძლო და ამობრუნდა – თურქეთში ზღვიდან 1,5 ტონა მარიხუანა ამოიღეს
თურქეთში, საკურორტო ქალაქ აივანლიკთან, ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან თურქულმა ჟანდარმერიამ და სანაპირო დაცვამ წყლიდან 1 551 კგ მარიხუანა ამოიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პორტალი Milliyet-ი ავრცელებს.
“მარიხუანა, რომელიც დაფასოებულია ვაკუუმურ პარკებში, ხის ნავით ექვს ადამიანის გადაჰქონდა. ზედმეტი ტვირთის გამო ნავი გადაბრუნდა”, – აცხადებენ სამართალდამცავები.
ნავის ჩაძირვის შემდეგ აღნიშნული პარკები ზღვაში მოხვდა, საიდანაც ისინი სამართალდამცავებმა ამოიღეს. უცნაური, მოტივტივე პარკების შესახებ მათ ადგილობრივებმა აცნობეს.
ექვსი ადამიანი, რომელსაც ტვირთი გადაჰქონდა, დაკავებულია.