8 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 8 მაისს კახეთის რეგიონში 140
კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა,
რითაც კახეთის ორ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
8 მაისს დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთის
მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა
შემოვიდა. 15:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე გურჯაანისა და თელავის
მუნიციპალიტეტებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა
რამდენიმე ათეული რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები