ადებილებს თუ არა ენმ მარნეულის ამომრჩეველს – იმამკულიევის ბრალდებამ მუსტაფაევი გააღიზიანა (ვიდეო)

ადებილებს თუ არა ენმ ამომრჩეველს.  მარნეულში “ნაციონალების”  მერობის კანდიდატს ეს ბრალდება ევროპული საქართველოსწარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ,  ტვ4-ისეთერში წაუყენა. მან აღნიშნა, რომ აგილ მუსტაფაევს რეგიონში არავინ იცნობს, მას არ აქვს რეპუტაცია, ამიტომ საარჩევნო ფლაერებზე  მიხეილ სააკაშვილის გამოსახვით  ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ხალხს კი, რიგ შემთხვევაში, ჰგონია, რომ ხმას სწორედ ექსპრეზიდენტს აძლევს.    

“მარნეულის მუნიციპალიტეტში “ნაციონალური მოძრაობის”  კანდიდატს, თავისი სოფლის გარდა, არავინ იცნობს, სწორედ ამიტომ ხდება, რომ ისინი ბატონი მიშას სახელით  ვაჭრობენ და ატყუებენ ხალხს…ვინც ამ სისულელეს აკეთებს, თვითონ არიან სულელები…ბინძურ პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ და ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ…მე ახლაც მაქვს ის ბუკლეტი, ყოველთვის თან დამაქვს სპეციალურად და მოსახლეობას ვაჩვენებ… მთელმა საქართველომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის არც პარტიის თავმჯდომარე და სამწუხაროდ, აღარც საქართველოს მოქალაქეა…არც არის საქართველოში, ის საზღვარგარეთ იმყოფება, მაგრამ, დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, არის მერობის არჩევნები, აქ ერთადერთი პიროვნება ირჩევა, არც პარტია, არც სხვა დანარჩენი…თუმცა, დადიან ენმ-ს წევრები და ამბობენ – მიშას მიეცით ხმა…ამ ტყუილს უკვე საზღვარი აღარ აქვს,”, – აცხადებს “კვირასთან” იმამკულიევი.

“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის  ბრალდებას აგილ მუსტაფაევიც გამოეხმაურა.  თავდაპირველად, “კვირას” მიერ დასმულმა შეკითხვამ ის გააღიზიანა, ენმ-ს  წარმომადგენლის დაცვა კი მისმა თანაგუნდელებმა სცადეს.

“არ მაინტერესებს, რას ამბობს იმამკულიევი, ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ…არც მინდა შევიდე კონფლიქტში, რადგან არჩევნებში ჩემი ერთადერთი კონკურენტი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია,  სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჩემი კონკურენტები არ არიან”, – განაცხადა  მუსტაფაევმა.

მისი თანაგუნდელების განმარტებით, სააკაშვილი საარჩევნო ფლაერებზე მხოლოდ იმიტომ არის გამოსახული, რომ ის პარტიის სახეა.

ავტორები: გიორგი მაზმიშვილი, ირაკლი თელაურიძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები