გიორგი გოგლიჩიძე: ბოსლევში მაისიდან “ლიბერთი ბანკის” მობილური ჯგუფი იმუშავებს და მოსახლეობას მომსახურების მიღება ადგილზე შეეძლება

ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი საარჩევნო კანპანიის ფარგლებში, მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან და დეპუტატ კობა ლურსმანაშვილთან ერთად შეხვდა. ადგილობრივებმა მათ საკუთარი საჭიროებები და პრიორიტეტული პრობლემები გააცნეს. მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი შეკრებილ მოსახლეობას მათი პრობლემების გადაწყვეტას დაჰპირდა.
“სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მოსახლეობასთან გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხებზე ვსაუბრობთ. ძირითად აქცენტს ეკოლოგიაზე ვაკეთებთ. ატმოსფეროსა და წლის დაბინძურებაზე მუდმივად მონიტორინგს ვახორციელებთ. მოსახლეობას ასევე, ვესაუბრეთ მიმდინარე პროგრამაზე და მათ ვურჩევთ გაერთიანდნენ კოოპერატივების შექმნის მიზნით და ერთობლივად აწარმოონ პროდუქცია. ზესტაფონი არის განსაკუთრებული სტატუსის რეგიონი, რომელსაც აქვს აგრარული და სამრეწველო პოტენციალი.
მე აქ ვარ მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდასაჭერად. გიორგი გოგლიჩიძე ღირსეული კანდიდატია. მისი გამარჯვება ზესტაფონს სჭირდება”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
თავად მერობის კანდიდატმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა. ​
“ბოსლევში ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარება უნდათ. ასევე, მათ სურთ ციფრული მაუწყებლობის და ინტერნეტის მიღება. ამ საკითხში უნდა გავერკვიო, თუ რისი გაკეთება შეიძლება. ასევე, მათ სურთ პენსიის ადგილზე მიღება. ეს საკითხი თითქმის მოგვარებულია, მაისის თვეში სოფელში “ლიბერთი ბანკის” მობილური ჯგუფი იმუშავებს და ადგილობრივები აქვე შეძლებენ მომსახურების მიღებას”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები