“თალიბების” თავდასხმას ავღანეთში 40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში, ავღანეთში, “თალიბების” მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 40 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, კიდევ 21 კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Khaama Press-ი ავრცელებს.
“უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში “თალიბების” თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები”, – აცხადებს სააგენტოს წყარო.