ნინო წილოსანი მარნეულსა და ნიქოზში სახელმწიფო პროგრამების მონაწილე მეწარმე ქალებს შეხვდა

ნინო წილოსანი 7-8 მაისს მარნეულსა და ნიქოზში სახელმწიფო პროგრამების მონაწილე მეწარმე ქალებს შეხვდა.

​მარნეულსა და ზემო ნიქოზში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მეწარმე ქალებმა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც პროექტის განხორციელების პროცესში გამოიკვეთა.

​ნინო წილოსანის თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამების ანალიზი გენდერულ ჭრილში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.

ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ მთავარი მომხსენებელია. თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობა, ამ ეტაპზე, რეგიონებში პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარ ქალებთან შეხვედრებსა და მათთვის ინფორმაციის გაზიარების პროცესს მოიცავს.

მარნეულსა და ნიქოზში მეწარმე ქალებთან შეხვედრის ორგანიზატორი იყო გენდერული თანასწორობის საბჭო და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ხოლო ფინანსური მხარდამჭერი  ბრიტანეთის მთავრობაა (UK aid).

პროექტის ფარგლებში, თემატური მოკვლევის ჯგუფმა – “სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა” რეგიონებსა და საქართველოს პარლამენტში ზეპირი მოსმენები 21 აპრილს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები