სამხრეთ სუდანში ხანძარმა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

სამხრეთ სუდანში გაჩენილი ხანძრის გამო, სულ მცირე, 54 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პორტალი IOL News-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია 18 ადამიანი, ხოლო 14-მა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო. ხანძარი შტატ ლოლის დასახლებაში 5 მაისს დაიწყო. მოსახლეობის უმრავლესობის გადარჩენა მოხერხდა. ცეცხლმა საცხოვრებელი სახლები, ფერმები და საქონელი გაანადგურა. დაღუპულთა უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.
ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები