ზაურ დარგალი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარნეულის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებს შეხვდა
მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ზაურ დარგალი, ახალგაზრდებსა და პარლამენტის დეპუტატებთან ერთად, მუნიციპალიტეტის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებს შეხვდა. ზაურ დარგალმა თვითდასაქმებულებისგან პრობლემები მოისმინა და მოვაჭრეებს საარჩევნო კაპმანიის პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მარნეულის აგრარულ ბაზარში დასაქმებულებმა “კვირასთან” საუბარში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბაზარში მყიდველის ნაკლებობა დაასახელეს.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ბიზნესმენებსა და მოვაჭრეებს, რომ კომფორტულ გარემოში გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.