გივი მოდებაძე: ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტაჟირება ჭიათურის მერიაში ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში გაიარონ
“ჩვენ შევიმუშავებთ ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამას, რაც საშუალებას მოგცემთ, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტაჟირება გაიაროთ ჭიათურის მერიაში ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში”, – ამის შესახებ ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გივი მოდებაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
მმართველი პარტიის კანდიდატის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჭიათურაში ტურიზმის განვითარებაა.
“ჩვენ შევიმუშავებთ ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამას, რაც საშუალებას მოგცემთ, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტაჟირება გაიაროთ ჭიათურის მერიაში ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში. ამავდროულად, ჩემს გუნდთან ერთად, ვიმუშავებ ახალგაზრდების დასაქმებაზე სხვადასხვა სფეროში.
ვაპირებ, აქტიურად განვავითარო ჭიათურაში ტურიზმი. მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეში ახალგაზრდების ჩართულობა იქნება. ტურიზმი განვითარდება და მინდა, სწორედ ამ მიმართულებით იყოს ჭიათურა ცნობილი”, – განაცხადა მოდებაძემ.
შეხვედრის ბოლოს გივი მოდებაძემ ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.