“გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერით, ისინი ხმას მისცემენ ქალაქის განვითარებას, ჯანსაღ ურთიერთობებსა და დაგროვებული პრობლემების მოგვარებას”

ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი სოფელ არგეთაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თავისი სამომავლო ხედვები გააცნო. გიორგი გოგლიჩიძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა იმ შრომისა და თავდადებისთვის, რასაც თითოეული მათგანი ქვეყნის ეკონომიკისთვის აკეთებს.
,,ვიმყოფებოდი ,,ჯი თი ემ გრუპის” საწარმოში, სადაც თანამშრომლებისგან მივიღე თანადგომისა და მხარდაჭერის მუხტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან დოვლათს, არიან ეკონომიკის სტაბილური განვითარების გარანტი. მე მათ ვუთხარი, რომ მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერით, ისინი ხმას მისცემენ ქალაქის განვითარებას, ჯანსაღ ურთიერთობებსა და დაგროვებული პრობლემების მოგვარებას. 19 მაისს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ საწარმოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები