ბოლნისში მუსლიმი მრევლისთვის იფთარი გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა აზერბაიჯანელ სტუმრებს რამაზანის თვე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად მიულოცა.
იფთარს (მარხვის ვახშამი) აზერბაიჯანის ელჩი – დურსუნ ჰასანოვი, სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი – ალი ალიევი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მუსლიმ მრევლს სიტყვით ოფიციალურმა პირებმა მიმართეს და რამაზანის თვე მიულოცეს. ისაუბრეს წმინდა თვის განსაკუთრებულ თვისებებზე, მარხვისა და ღვთისმსახურების მნიშვნელობებზე.
„მინდა, მოგილოცოთ წმინდა რამაზანის თვე. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ მეგობრულ გარემოში ვცხოვრობთ მრავალი წელია და, პირველ ყოვლისა, გამოვხატავთ ერთმანეთის ტრადიციებისა და რწმენის პატივისცემას, რისი ნათელი მაგალითიც გახლავთ დღევანდელი დღე”, – აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.