მაიკ პომპეო ბერლინის ნაცვლად, მოულოდნელად, ერაყს ეწვია
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, მოულოდნელად, ერაყს ეწვია. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ჟურნალისტებს, რომლებიც თან ახლდნენ პომპეოს, არ შეატყობინეს მისი ადგილსამყოფელი, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის თვითმფრინავი ბაღდადში არ გაფრინდა; მათ, ასევე, აეკრძალათ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ პომპეო ბერლინში უნდა ჩაფრენილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ამერიკულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამგზავრება “გადაუდებელი საქმეების” გამო არ შედგა.
როგორც თავად პომპეო აცხადებს, მისი მოულოდნელი ვიზიტის ძირითადი მოვალეობა იყო, გამოეცხადებინა მხარდაჭერა დამოუკიდებელი და სუვერენული ერაყისთვის.