საფრანგეთში უცნობმა პირმა მაღაზიაში მძევლები აიყვანა – 17 წლის დამნაშავე დაკავებულია

საფრანგეთის შს მინისტრის, კრისტოფერ კასტანერის განცხადებით, 17 წლის მოზარდი, რომელმაც თამბაქოს მაღაზიაში ხალხი მძევლად აიყვანა, დაკავებულია.
წუხელ 17 წლის მოზარდმა ტოლუზასთან ახლოს, თამბაქოს მაღაზიაში ხალხი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით მან მძევლები გამოუშვა და შენობაში მარტო დარჩა.
მოზარდს მოლაპარაკებების გამართვა და კორდონის მაღაზიიდან პოლიციელების შორს გაწევა უნდოდა. ის ცეცხლის გახსნითა და მძევლების მოკვლით იმუქრებოდა.
ახალგაზრდა თავის თავს “ყვითელი ჟილეტების შეიარაღებულ ხელს” უწოდებდა, 15 თებერვალს ის დემონსტრაციაზე დააკავეს, რომელიც აღნიშნული მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული. ბოროტმოქმედის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა ჩანაწერი, სადაც ახალგაზრდა ბოდიშს იხდიდა ჩადენილის გამო. როგორც თავად დამნაშავე აცხადებს, მან ეს ნაბიჯი “ყვითელი ჟილეტების” გამარჯვებისთვის გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები