ტოკიოში ავტომობილი მცირეწლოვნებს შეეჯახა – დაშავებულია 13 ადამიანი
იაპონიაში, ქალაქე ოცუში ავტომობილი ხალხში შევარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სამართალდამცავების თქმით, იმ ტროტუარზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, მანქანა სხვა მანქანასთან შეჯახების შედეგად შევარდა. იმ დროისთვის, ტროტუარზე ბაღის ასაკის ბავშვები იმყოფებოდნენ.
ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, მათ შორის, საბავშვო ბაღის აღმზრდელები. სამმა ბავშვმა და ერთმა ზრდასრულმა შეჯახების გამო გონება დაკარგეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, უცნობია.