ოდესაში აეროპორტსა და სასტუმროებში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ
ოდესაში პოლიცია სამი ობიექტის დანაღმვის შესახებ შეტყობინებას ამოწმებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს ავრცელებს.
“დღეს, 12:47 საათზე, პოლიციაში შევიდა შეტყობინება ორი სასტუმროსა და აეროპორტის დანაღმვის შესახებ. ინციდენტის ადგილას გაგზავნილები არიან სპეციალისტები, საგამოძიებო ჯგუფები და პოლიციის თანამშრომლები”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღნიშნული ადგილებიდან პერსონალის, სტუმრებისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.