ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შალვა თათუხაშვილის ჩვენება მსჯელობის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. თათუხაშვილის ჩვენება პროკურატურას მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი. მოსამართლემ შენიშვნა მისცა პროკურორს, რომელიც გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ჩვეენებაზე საუბრობდა, მან ბრალდების წარმომადგენელს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდა.
დღეს სასამართლო მსჯელობდა – უნდა გაგრძელდეს თუ არა საქმეზე არსებითი განხილვა. დაცვის მხარემ საქმის სასამართლო წამოებისა და სისხლის დამართლებრივი დევნის შეწვეტა მოითხოვა. ბრალდება შუამდგომლობას არ ეთანხმება.
„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდებულები არიან: ბაჩო ახაალია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები