სტამბულში, არჩევნების შედეგების გაუქმების გამო, საპროტესტო აქციები გაიმართა
თურქეთის ოპოზიცია ეწინააღმდეგება უმაღლეს საარჩევნო საბჭოს განმეორებითი არჩევნების დანიშვნის გამო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კანდიდატმა “რესპუბლიკური” სახალხო პარტიიდან, ეკრემ იმამოღლუმ, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და სტამბულის მერის მანდატი მიიღო, საბჭოს გადაწყვეტილება ღალატად მიიჩნია. ის თავის მომხრეებს მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და გაერთიანდნენ, რათა არჩევნებში კვლავ გაიმარჯვონ.
სტამბულის რამდენიმე რაიონში მოსახლეობა შეიკრიბა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი ჭურჭლის ხმაურითა და სხვადასხვა ლოზუნგის ყვირილით გამოხატა.