შრი ლანკაზე ტერორისტების საწვრთნელი ბაზა აღმოაჩინეს (ფოტო)

შრი ლანკის პოლიციის თანამშრომლებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ტერორისტული დაჯგუფება ჯამაატ ატ-ტხაუდი ალ ვატანიას საწვრთნელი ბაზა აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესხებ ინფორმაციას გამოცემა Adaderana ავრცელებს.
მათი ცნობით, ბაზა ქალაქ ნუვარა-ელიაში ორსართულიან შენობაში იყო განლაგებული. იქ სწავლებას, სულ მცირე, 38 ადამიანი გადიოდა, მათ შორის – კოლომბოში მომხდარი აფეთქებების უშუალო ორგანიზატორიც.
ტერაქტის ბოლო რეპეტიცია 17 აპრილს ჩატარდა. შენობის მფლობელი დაკავებულია, ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები