​ყატარმა პალესტინელებს 480 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

ყატარის ემირმა, თამიმ ბენ ჰამად ალ ტანიმ ბრძანება გასცა, პალესტინელებისთვის ღაზას სექტორში 480 მილიონი აშშ დოლარი გადაეცათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნია, რომ ​ პალესტინური ნაციონალური ადმინისტრაციის მიერ გრანტის სახით, დაახლოებით, 300 მილიონი დოლარი გამოიყოფა სექტორში ჯანდაცვისა და განათლებისთვის.
კიდევ 180 მილიონი მიმართული იქნება რეგიონში მოქმედი ჰუმანიტარული პროგრამების მხარდასაჭერად, ასევე, სამუშაოების შესასრულებლად, რათა რეგიონში ყველა პალესტინელს ელექტროენერგია მიეწოდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები