თურქეთში სტამბულის მერის არჩევნების შედეგები გააუქმეს

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა სტამბულის მერობის არჩევნების შედეგები და ის ხელმეორედ ჩაეტარებინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.
“ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან არჩევნების შედეგების გაუქმებას მხარი 11 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 4 წევრი იყო”, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტამბულის მერობის ახალი არჩევნები 23 ივნისს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები