ზაქარია ფალიაშვილის რძალი ნიკა მელიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს

ზაქარია ფალიაშვილის რძალი ნიკა მელიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლალი მიქავამ განაცხადა, მაშინ როდესაც ნიკა მელია სააღსრულებო ბიუროს თავჯდომარე იყო, მას ჩიტაძის ქუჩაზე სახლის ნაწილი წაართვეს.
“ვარ დევნილი 11 წლის განმავლობაში, უფლებებწართმეული. ცდილობენ, ფიზიკურადაც გამანადგურონ. არცერთ უწყებას, რომელსაც უკვე 19-ჯერ მივმართე, არ უნდა, დამიბრუნოს ყაჩაღების მიერ მოპარული საკუთრება, რადგან ეს ყაჩაღები დღესაც ხელისუფლებაში სხედან, მათთან ერთად კი ახლანდელი მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელიც 2008 წელს სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარე იყო. მე წამართვეს სახლის ნაწილი ჩიტაძის ქუჩაზე, რომელიც მიანდერძა ჩემმა მეუღლემ, კომპოზიტორმა ოთარ გორდელი-ფალიაშვილმა. ამით გაანადგურეს ოთარ გორდელის სახლ-მუზეუმი – “შემოქმედება”. ამ სახლში გორდელის მამის ზაქარია ფალიაშვილის მიერ დაწერილი იყო ოპერა “დაისი”. ასევე უკანონოდ გამიყიდეს და დააყადაღეს როიალი, რაც 45-ე მუხლის თანახმად, დაყადაღებას არ ექვემდებარება, რადგან პროფესიით პიანისტი ვარ. 10 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ განხილულა და ჩემი მითითებები უყურადღებოდ არის დარჩენილი. ეს ყველაფერი ხდებოდა ჯერ გიგა აგულაშვილის და შემდეგ ნიკა მელიას ხელმძღვანელობით. მომპარეს ჩემი ინტელექტუალური საკუთრება და, მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროსგან მოვიგე 81 ათასი დოლარი (რადგანაც მიითვისეს ჩემი დაპატენტებული პროექტები ფესტივალი “ვაზის საგალობელი”) და ხელზე მქონდა სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსრულების სტადიაზე 6 თვის განმავლობაში, ნიკა მელიამ არ მომცა ეს ფული და იურისტთან ერთად დაარღვია არაერთი კანონი”, – განაცხადა ლალი მიქავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები