მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავი დაიწვა – დაღუპულია 41 ადამიანი
მოსკოვში, “შერემეტიევოს” აეროპორტში თვითმფრინავ Sukhoi Superjet-ს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის შედეგად დაღუპულია 41 ადამიანი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
გადარჩენა მოახერხა მხოლოდ 33-მა მგზავრმა და ეკიპაჟის 4-მა წევრმა. 6 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ ავიალაინერმა კატასტროფა გუშინ, 5 მაისს განიცადა. თვითმფრინავი მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა. აფრენიდან 28 წუთში ეკიპაჟმა გადაწყვიტა, საგანგებოდ დაბრუნებულიყო აეროპორტში.