ინდოეთში ციკლონი “ფანი” მძვინვარებს – დაღუპულია 33 ადამიანი (ფოტოკოლაჟი)
ინდოეთში ციკლონ “ფანის” შედეგად 33 ადამიანი დაღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.
შტატ ოდიშაში სამასამდე ადამიანია დაშავებული. მაშველების თქმით მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა წინასწარ ევაკუაცია რომ არ განხორციელებულიყო. ამ დროისთვის 60 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას შტორმის შედეგების ლიკვიდაციაში. სამუშაოები მიმდინარეობს 10 ათას სოფელსა და 52 ქალაქის რაიონში.
შტორმის შედეგად ათასამდე სახლი დაინგრა. ქარი, რომლის სიჩქარეც 240 კმ/სთ აღწევდა სახლებს სახურებს ხდიდა, ჩამოგლიჯა ელექსტროხაზები და ფესვიანად ამოგლიჯა ხეები. ციკლონმა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რომლის ღირებულებას 174 მილიონ დოლარს შეადგენს.