ზაურ დარგალი: ბიზნესმენებს უდიდესი წვლილი შეაქვთ მარნეულის ეკონომიკურ განვითარებაში
ბიზნესმენებს უდიდესი წვლილი შეაქვთ მარნეულის ეკონომიკურ განვითარებაში – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა ადგილობრივ ბიზნესმენებს. შეხვედრაზე კანდიდატმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ზაურ დარგალის განცხადებით, ბიზნესმენების წვლილი მარნეულის ეკონომიკურ განივთარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეების დასაქმებასა და ზოგადად, მუნიციპალიტეტის გაძლიერებაში.
დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის მიერ არჩეულ ეკონომიკურ პოლიტიკას, ადგილობრივ დონეზე მეწარმეობის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეეხებოდა.