ირაკლი ქადაგიშვილი: აუცილებელი პირობა მაინც თურმე ყოფილა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული უკრაინაში ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით

„შვედეთის პრემიერმა პირდაპირ ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს იმას მნიშვნელობა უკრაინას რა წარმატება ექნება ფრონტზე, რა სისხლი დაღვარა, რა მტკივნეული გზა გაიარა,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„საქართველოსთან შანტაჟის პოლიტიკისთვის გამოიყენეს სწორედ ოჯახური ფასეულობების კანონის გაუქმების მოთხოვნა. ანუ, ეს მოთხოვნა ფაქტობრივად დამდგარია საქართველოს მიმართაც. უბრალოდ, უკრაინის მიმართ ეს მოთხოვნა პირდაპირი ტექსტით გაჟღერდა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, შვედეთი უკრაინისგან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერმა უკრაინელი ლგბტ თემის წარმომადგენლების მასპინძლობის შემდეგ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები