ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარმა და უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

“დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ უბნებზე აღდგენით სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ, რათა ელექტრომომარაგება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში აღდგეს.

პრობლემურ უბნებზე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გეოლოგები, რომლებიც პროცესების 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, ზარალის აღწერა დაწყებულია, რის შემდეგაც მერია შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები