პირველი პრეცედენტი კოლუმბიაში: ყოფილ პრეზიდენტს 12-წლიანი შინაპატიმრობა მიესაჯა
კოლუმბიის ყოფილ პრეზიდენტს, ალვარო ურიბეს სასამართლომ 12 წლით შინაპატიმრობა მიუსაჯა.
ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება კოლუმბიის ისტორიაში, როდესაც ქვეყნის ყოფილ ლიდერს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო მოწმეების მოსყიდვასა და მართლმსაჯულების ხელის შეშლაში. საქმე უკავშირდება 2017 წელს დაწყებულ გამოძიებას, როდესაც ურიბეს ოპოზიციონერი სენატორის, ივან სეპედას წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების ინიცირებაში დასდეს ბრალი.
გადაწყვეტილების თანახმად, ურიბეს საჯარო თანამდებობის დაკავება 8 წლის ვადით ეკრძალება, ასევე დაეკისრა ჯარიმა, დაახლოებით 578 000 დოლარის ოდენობით.
„ამ გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ კოლუმბიაში არც ერთი მოქალაქე არ დგას კანონის ზემოთ,“ — განაცხადა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.
ურიბეს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.
თავად ურიბემ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მისი დისკრედიტაციის ძალისხმევაა.