ახმეტაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახმეტაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განცხადებით, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მათ შორის დაზიანებულია 50-მდე საცხოვრებელი სახლი.
მისივე თქმით, შექმნილია კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.
,,პირველ რიგში, სავალ ნაწილზე მოხდა გზების გასუფთავება მოგლეჯილი ხეებისგან. კომისია რამდენიმე ჯგუფად უკვე გასულია სოფელში, ხდება ზარალის აღწერა. ,,ენერგო პროს” სამი ბრიგადაც მუშაობს, როგორც გვპირდებიან, ორ საათში უნდა ადგეს ქალაქში ენერგომიწოდება”,- აღნიშნა მერმა.
ცნობისთვის, ძლიერმა ქარმა ქალაქ ახმეტაში ინფრასტრუქტურა დააზიანა.