სულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობები და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე

დღეს კურორტ ბეშუმში ,,შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა.

„ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შესაძლებლობა ,,შუამთობის” სახალხო დღესასწაული თქვენთან ერთად აღვნიშნო. ბედნიერებაა, რომ დღეს ამდენი ადამიანი  შეიკრიბა. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ შევძელით და გადავარჩინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენი ტრადიციები. ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისებით ჩვენ შევძლებთ მაღალმთიანი აჭარიდან შეწყდეს მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის, ჩვენი მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩვენი საამაყო მემთეურების მნიშვნელოვანი როლი. მათ თავდაუზოგავი შრომით და საოცარი ენერგიით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბარის მხარდაჭერასა და განვითარებაში.

ჩემს მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ კეთილდღეობები და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენს მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, და ამას ერთობლივად შევძლებთ“- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები