აკმამედ იმამკულიევი: ალი ბადიროვი ან თავს იდებილებს, ან ამომრჩეველს

“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი მარნეულში აკვამედ იმამკულიევი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალი ბადიროვის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
იმამკულიევი “კვირასთან” ინტერვიუში ბადიროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს არგუმენტირებული განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
“ის, რომ მე ვინესგან ფული ავიღე, ტყუილია. თუ ვინმეს ფაქტი აქვს, ჩვენთვისსაც კარგი იქნება თუ ამას იტყვის. ამ ინფორმაციის გავრცელების მთავარი მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა. ალი ბადიროვი ან თავს იდებილებს, ან ამომრჩეველში ხედავს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამას დაიჯერებენ”, – განაცხადა იმამკულიევმა.
ალი ბადიროვმა კი “კვირასთან” სატელეფონო საუბარში თქვა, რომ მას ამ თემაზე მეტი დეტალის გამხელა არ სურს, რადგან აკვამედ იმამკულიევი მისი მეგობარია.
შეგახსნებთ, რომ 2016 წელს გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რომელსაც მაშინ იმამკულიევი წარმოადგენდა, მეორე ტური დაინიშნა, რაც მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები