გიორგი შენგელია: 2020 წელს აუცილებლად ექნება ქალაქს 250 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გიორგი შენგელია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა კანდიდატს მათთვის პრიორიტეტული თემები გააცნეს, მათ, შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად კანდიდატს მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენება დაუსახელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ 2020 წელს თავშესაფარი აუცილებლად აშენდება.
“ჩვენ უკვე მივიღეთ თანხმობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. 2020 წელს აუცილებლად ექნება ქალაქს 250 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი, რაც დაჯდება მილიონ-ნახევარი ლარი”, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
“ჩვენ უკვე მივიღეთ თანხმობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. 2020 წელს აუცილებლად ექნება ქალაქს 250 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი, რაც დაჯდება მილიონ-ნახევარი ლარი”, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.