ვახტანგ ბერიძე: მე თქვენთან ერთად ვაპირებ ხულოში იმ კარგი საქმეების კეთებას, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს განვითარებისთვის სჭირდება
ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში სახალხო ეტალონი თემაზე – მაღალმთიანი აჭარის ბრწყინვალების ღონისძიება – ჩატარდა. კონკურსში ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სახალხო ეტალონში 80 მოხალისე ჩაერთო, რომლებსაც მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო ხულოს სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ანსამბლი “ციცინათელა”.
ხულოს სახალხო ეტალონის საპატიო წოდება კი დიდაჭარელმა იოსებ შავაძემ მოიპოვა. მას სპეციალური სიგელი გადაეცა.
კონკურს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები ახალგაზრდებისთვის, საინტერესოა ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს განათლება, ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება ყველა ახალგაზრდას მერის კომპეტენციის ფარგლებში, ვისაც სურს სწავლა, განათლება და ვისაც უნდა, რომ იზრუნოს ხულოზე. მე თქვენთან ერთად ვაპირებ ხულოში იმ კარგი საქმეების კეთებას, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს განვითარებისთვის სჭირდება, ეს იქნება ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტები“, – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.