გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი

„ჩამწკრივდეს ყველა „ნაცმოძრაობაში“ და ე.წ. ენჯეო სექტორში, მათ შორის, ელჩები ევროკავშირის ელჩის თამადობით, ჩამწკრივდნენ და ქართველ ხალხს აუხსნან, რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება?!” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ეს არის მოცემულობა, კლასიკური მაგალითი იმის, თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა და კითხვის ნიშნები ჰქონდა, რომ აბა, ვინ გვაძალებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ა, ბატონო! პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი. ახალ ჩამწკრივდეს ყველა „ნაცმოძრაობაში“ და ე.წ. ენჯეო სექტორში, მათ შორის, ელჩები ევროკავშირის ელჩის თამადობით – გერმანიის ელჩის მიყოლებით, ჩამწკრივდნენ და აგვიხსნან, რას ნიშნავს ეს! ქართველ ხალხს აუხსნან, რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება?!“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები