გურამ მაჭარაშვილი: ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო
„მამუკა ხაზარაძემ არჩევნები წააგო, ქართული სასამართლო წააგო, ევროპული სასამართლო წააგო, ამერიკული სასამართლო წააგო. ანუ, საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცა, „- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ასეთი გამოთქმა არსებობს, შენ არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო – რამდენჯერმე ვუთხარით, რომ დაანებოს პოლიტიკას თავი, რადგან არ არის მაგის საქმე, იმიტომაც სამწუხაროდ, აღმოჩნდა იქ, სადაც დღეს არის. ისიც თავისი ნებით. ამიტომ, ასეთი ადამიანისგან, რომელსაც პოლიტიკა არ ესმის, მაგრამ მაინც თავს არ ანებებს და შესაბამისად, აღმოჩნდა უცხოური ძალების აგენტურის შემსრულებელი, გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ მისი მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი და ზოგადად, უცხოური ძალები. რა გადასახადებზეა საუბარი! ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო. მართალია, ყველა სასამართლომ უთხრა, აქეთ 7 მლნ დოლარი აქეთ გადაუხადე შენს სახელმწიფოსო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მეორე დღეა გერმანიის საელჩო და ხაზარაძეები დუმილს ინარჩუნებენ. კითხვები, რომლითაც მათ „ქრონიკამ“ მიმართა, თბილისში ყავლაშვილის ქუჩაზე, 750 კვადრატული მეტრი ფართობის სახლს უკავშირდება, რომელშიც გერმანიის ელჩი ცხოვრობს და მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა.