ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე: კონკრეტულ ეჭვებს ბადებს რამდენად კანონიერია ქირავნობის აქტი
„ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე საუბრისას განაცხადა.
„მეორე საკითხი გახლავთ ის, რამდენად სამართლებრივად არის ეს ურთიერთობა სწორად გაფორმებული და შესაბამისი გადასახადები იხდება თუ არა ამ ქონების ქირავნობიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით ჯერ, როგორც ვხედავთ კონკრეტული პასუხი უკვე რამდენიმე დღეა არ არის. თავს არიდებს როგორც გამქირავებელი, ასევე მქირავებელი. ეს უკვე, რა თქმა უნდა, უფრო კონკრეტულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით რამდენად კანონიერია თვითონ ეს ქირავნობის აქტიც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, მეორე დღეა გერმანიის საელჩო და ხაზარაძეები დუმილს ინარჩუნებენ. კითხვები, რომლითაც მათ „ქრონიკამ“ მიმართა, თბილისში ყავლაშვილის ქუჩაზე, 750 კვადრატული მეტრი ფართობის სახლს უკავშირდება, რომელშიც გერმანიის ელჩი ცხოვრობს და მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა.