საქართველოს კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძეს

საქართველოს კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძეს.

,,თბილისი ჩემი საფიცარია”, „ვკეცე, ვკეცე“, „საყვარელო მამულო“, ,,შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება”, ,,რაკი ქვეყანაზე ერთხელ გამაჩინე”, ,,მხარე ლამაზი”, ,,ჩემი მიწის სადღეგრძელო”, ,,სიყვარულთან თამაში სასტიკად აკრძალულია”, ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო”, ,,ნეტავ რა იქნებოდა” – კომპოზიტორის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ეს და სხვა სიმღერები თაობიდან თაობას გადაეცემა.

,,მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედება მოიცავს როგორც ინსტრუმენტულ, ისე ვოკალურ ნაწარმოებებს. იგი 350-ზე მეტი საესტრადო სიმღერის ავტორია.

კულტურის სამინისტრო მაცაცო სებისკვერაძეს უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს”, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები