თამუნა ჩხეიძე: შეკვეთილში ტურიზმის დეპარტამენტის ღონისძიებები არის დაგეგმილი, ამიტომ სრულ დატვირთვას ველოდებით „პარაგრაფში“ 20 აგვისტოდან

„ზუსტი მონაცემი სტატისტიკურად რამდენი ტურისტი ჰყავდა სასტუმროს ვერ გეტყვით, თუმცა ვიზიტორთა ხუთეულშია ისრაელი, რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და არაბთა საემიროები,“- ამის შესახებ „კვირას“ სასტუმრო „პარაგრაფის“ გაყიდვების ხელმძღვანელმა თამუნა ჩხეიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ინდოეთი სამომავლოდ საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილება, ამიტომ ვიზიტორები ინდოეთიდანაც იქნებიან.

„ზუსტი მონაცემი სტატისტიკურად რამდენი ტურისტი ჰყავდა სასტუმროს ვერ გეტყვით, თუმცა ვიზიტორთა ხუთეულშია ისრაელი, რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და არაბთა საემიროები. ინდოეთი სამომავლოდ საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილება, ამიტომ ვიზიტორები ინდოეთიდანაც გვეყოლება. ევროპის ქვეყნებიდან დამსვენებლების მაღალი მაჩვენებელი არ არის, თუმცა სექტემბრიდან არის დაგეგმილი რამოდენიმე ჯგუფის შემოსვლა, სადაც ევროპის ქვეყნებიც იქნებიან. სასტუმრო აგვისტოს თვეში საშუალოზე მეტად არის შევსებული. ასევე შეკვეთილში ტურიზმის დეპარტამენტის ღონისძიებები არის დაგეგმილი, ამიტომ სრულ დატვირთვას ველოდებით 20 აგვისტოდან,“- აცხადებს თამუნა ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები