ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო შინაგან საქმეთა მინისტრობა.
„დღეს ჩემთვის არის ემოციურად განსაკუთრებული დღე. დღეს მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ძალიან ძვირფას ღონისძიებას. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო და, ამავე დროს, ძალიან საპატიო შინაგან საქმეთა მინისტრობა.
ამ სისტემაში გატარებულმა თითოეულმა დღემ მომცა უზარმაზარი გამოცდილება და ცოდნა, განსხვავებული ენერგია. აქ სულ სხვა სულისკვეთებაა, აქ განვიცადე ის ბედნიერება, რასაც სამშობლოს სიყვარული და სამსახური ჰქვია. სწორედ აქ შეგიძლია გამოხატო შენი ერთგულება და სამშობლოს სიყვარული, აქ შეგიძლია დაამტკიცო, როგორ ერთგულად ემსახურები შენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.